ნიქოზისა და დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

ბერლინში ნიქოზისა და დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, მემორანდუმის გაფორმება კინოფესტივალებს შორის 6-წლიან თანამშრომლობას მოჰყვა, რაც ნიქოზის კინოფესტივალის მორიგი აღიარებაა ევროპულ ბაზარზე.
პარტნიორობის მემორანდუმს ხელი დრეზდენის კინოფესტივალის წარმომადგენელმა კატრინ კუჰლერმა და ნიქოზის კინოფესტივალის თანადამფუძნებელმა მარიამ კანდელაკმა მოაწერეს.
საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელთან დაკავშირებით, დრეზდენის კინოფესტივალი 2 ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმს წარადგენს საკონკურსო პროგრამაში. ამას გარდა, დრეზდენში ქართული თანამედროვე ანიმაციის პროგრამა იქნება ნაჩვენები. მანამდე კი სექტემბერში ნიქოზის კინოფესტივალი უმასპინძლებს დრეზდენის ფესტივალის პროგრამებს.
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში, სოფელ ნიქოზში 2011 წლიდან იმართება. ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად ფესტივალის მხარდამჭერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები