თამარ ხულორდავა სტრასბურგში რებეკა ჰარმს შეხვდა

????????????????????????????????????

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, სტრასბურგში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ახალ    ხელმძღვანელთან ევროპარლამენტის მხრიდან, რებეკა ჰარმსთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
„მწვანეთა პარტიის” წარმომადგენელი, გერმანელი ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპარლამენტის დელეგაციის მუშაობას წარუძღვება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების ეროვნულ პარლამენტებსა და ევროპარლამენტს აერთიანებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თამარ ხულორდავამ,  რებეკას ჰარმსს, ევრონესტში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა, ასევე, მიმდინარე წელს დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები და  ასამბლეის სამუშაო გეგმა განიხილეს. რებეკა ჰარმსმა ევროინტეგრაციული პროცესების წარმართვაში საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები