დონალდ ტრამპი აშშ-ის სპეცსამსახურებს ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ სპეცსამსახურებს გაზეთ New York Times-სა და  Washington Post-თვის ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს. „ეროვნული უშიშროების სააგენტო და გამოძიების ფედერალური ბიურო NY Times-ს და  Washington Post-ს ინფორმაციას უკანონოდ გადასცემს. რუსეთთან დაკავშირებით ისტორიაშიც ასე ხდებოდა“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.
ტრამპმა ამას “დიდი სკანდალი” უწოდა და აღნიშნა, რომ „ასე კონფეტივით საიდუმლო ინფორმაციის გაცემა ამერიკის ტრადიციებს არ შეესაბამება“.
ტრამპმა მას რა რუსეთს შორის თითქის არსებულ კონტაქტებზე ინფორმაციას უაზრობა უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, ამ ცნობებს ის პირები ავრცელებენ, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის წარუმატებლობის ახსნას ცდილობენ.
რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ უშიშროების  საკითხებში ტრამპის მრჩეველი მაიკლ ფლინი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე აშშ-ში რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს შეხვდა და მასთან სანქციების შესაძლო გაუქმების საკითხი განიხილა.
ამის შემდეგ ფლინი თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები