ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, მანანა კობახიძე განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს სასამართლოს დამოუკიდებლობაში

„ქალბატონი მანანა წლების განმავლობაში იყო უფლებადამცველი, პრინციპული და უშიშარი უფლებადამცველი, ასეთად გაიცნო ის ქართულმა საზოგადოებამ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ახლად არჩეულმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ ფიცი დადო.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ  მანანა კობახიძე  სასამართლოს დამოუკიდებლობაში  განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს.

”მე მინდა მივულოცო ქალბატონ მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა. მინდა მოკლედ ვისაუბრო მის შესახებ. გარდა იმისა, რომ ის პარლამენტის რჩეულია, ქალბატონი მანანა წლების განმავლობაში იყო უფლებადამცველი, პრინციპული და უშიშარი უფლებადამცველი, ასეთად გაიცნო ის ქართულმა საზოგადოებამ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა პოლიტიკოსად მოღვაწეობას. ის არის უაღრესად ღირსეული ადამიანი, ძალიან კვალიფიციური იურისტი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ის განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებაში და სასამართლოს ქმედით და ეფექტურ ფუნქციონირებაში. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს საპატიო თანამდებობა – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა. ეს არის უდიდესი მწვერვალი ნებისმიერი პირისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები