სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის სიის სათავეში თავდაცვის მინისტრი იქნება 

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ სიის პირველი ნომერი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი იქნება. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო. “რესპუბლიკური პარტიის” თანათავმჯდომარე სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანია.
როგორც ჟურნალისტებს პარტიის პრესმდივანმა ედვარდ შარმაზანოვმა აცნობა, სიის მეორე ნომერი ერევნის მერი ტარონ მარგარიანი, ხოლო მესამე – სომხეთის იუსტიციის მინისტრი არპინე ოგანესიანია.
საერთო ჯამში მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში 64 კანდიდატია. საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 2 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები