პრეზიდენტი: ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებს

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეულ მოსამართლის მანანა კობახიძის ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებს.
პრეზიდენტს არ უსაუბრია, დაადებს თუ არა ვეტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ იმ კანონპროექტს, რომელზეც პარლამენტი ახლა მუშაობს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ პროცესში მისი „ჩართულობის ამოსავალი განპირობებული იქნება სწორედ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიდან“.
„დღეს მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროცესი ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით. მინდა მკვეთრად დავაფიქსირო, რომ ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ამოსავალი განპირობებული იქნება სწორედ თქვენ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიდან; იმ შეხედულებებიდან, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ჩამოაყალიბა ამ კანონთან მიმართებაში. მე ამ კანონის განხილვის პროცესში ვიყავი ჩართული თავიდანვე, პირველ ეტაპზე, როდესაც საჭირო გახდა ვეტოს გამოყენება. ახლა უკვე ამ კანონის განხილვის პროცესში თქვენი გადაწყვეტილება არის ის, რითიც ვიხელმძღვანელებთ, როდესაც ვითანამშრომლებთ ამ კანონის დახვეწასა და განვითარებაზე“, – მიმართა მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები