ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა დღეს გაიმართება

სტრასბურგში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა იხსნება, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც შექმნილია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. საპარლამენტო კომიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ პირველად ვიკრიბებით მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაციის თაობაზე, ევროპარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, სხდომაზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზე, დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკის განვითარებაზე, ეკონომიკურ რეფორმებზე, სოციალურ პოლიტიკაზე, საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე და სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებშია აქტუალური.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომას ამ კომიტეტის თანათავმჯდომარეები, თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი უხელმძღვანელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები