მამუკა არეშიძე: საინტერესოა, დღეს რატომ ითხოვს რუსეთი ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით ხელშეკრულების ამოქმედებას

საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება 2011 წლის შემდეგ არ ამოქმედებულა. რუსეთი ხელშეკრულებით რამდენიმე დღის წინ დაინტერესდა.
ექსპერტი მამუკა არეშიძე რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების ამოქმედების სურვილს საქართველოს საზღვრებთან არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის.
„ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს დაიდო რუსეთ-საქართველოს შორის, ნაწილობრივ დასავლეთის დამსახურებაა. რუსული მხარე ამ ხელშეკრულებას დღემდე ბლოკავდა. რატომ მოინდომა რუსეთმა უცებ ამის გაკეთება? რთული მდგომარეობა შეექმნა სომხეთს. არ მუშაობს ევრაზიული ეკონომიკის კავშირის ფორმატი რუსეთსა და სომხეთს შორის, სომხეთი ამ კავშირის დარღვევაზე წავიდა, ვერ გააქვთ პროდუქცია, რადგან ლარსის გზა დამოკიდებულია კლიმატზე. რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გააქტიურდეს ამ მიმართულებით. მეორე მიზანი არის ის, რომ რუსეთი ცდილობს, აქტიური იყოს მსოფლიოს თვალში, ჰუმანურობის თვალსაზრისით. ეს შესრულებადია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას მოაწერა ხელი მაშინ ხელისუფლებამ. მაგალითად, აფხაზეთის შემთხვევაში, ვერავინ გააკონტროლებს შემოტანილ პროდუქტს, გაკონტროლება მოხდება მხოლოდ საავტომობილო გზით“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები