ვაზისუბანში, გაზის გაჟონვის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, 16 წლის მოზარდი კი მოიწამლა 

ვაზისუბნის მე-4 მკ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, 31 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცთან ერთად, აღმოაჩინეს 16 წლის ბიჭიც, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი და მოზარდი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ. მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვაა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები