ომბუდსმენის თქმით, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე მხარეთა თანასწორობის პრინციპი დარღვეულია

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხები მალე უნდა გაეცეს.
სახალხო დამცველი, ასევე, მიიჩნევს, რომ დარღვეულია მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რაც საქმეზე ინფორმაციის ცალმხრივ გავრცელებაში გამოიხატება.
„იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ბევრ რამეს მოეფინება ნათელი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დაცვის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიცვას კონკრეტული ბრალდებული, რადგან ჩვენ ავიცილოთ სიტუაცია, როდესაც მათ რეალურად ეს უფლება წართმეული აქვთ და მე ვფიქრობ, რომ ეს დარღვევა გამოსწორდება ძალიან მალე და დანარჩენ კითხვის ნიშნებსაც, იმედი მაქვს, პასუხი მალე გაეცემა“, -აცხადებს სახალხო დამცველი.
ამასთან, ნანუაშვილის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე არ ადასტურებს, რომ სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება ციანიდი ჰქონდა. როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებული მოძღვარის თქმით, ჩხრეკის დროს ხელჩანთაში ციანიდი ვერ აღმოუჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები