ნინო ლომჯარია: აუდიტის სამსახური არ არის უფლებამოსილი, შეამოწმოს საპატრიარქოსთვის გადაცემული ფინანსები

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, აუდიტის სამსახური არ არის უფლებამოსილი, შეამოწმოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადაცემული ფინანსები, თუმცა, როგორც ლომჯარია აღნიშნავს, თუ საპატრიარქო აუდიტის სამსახურს მიმართავს, ქონების აღწერასა და სხვა ფინანსური პრობლემების გარკვევაში დახმარების თხოვნით, აუდიტის სამსახური განიხილავს, თუ რა შესაძლებლობა არსებობს მათ დასახმარებლად.
„აუდიტის სამსახური არ არის უფლებამოსილი, შეამოწმოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადაცემული ფინანსები თუ სხვა მატერიალური რესურსების ხარჯვა, თუმცა თუკი იქნება საპატრიარქოსგან ოფიციალური მომართვა, რომ დავეხმაროთ ქონების აღწერასა და სხვა ფინანსური პრობლემების გარკვევაში, ჩვენ განვიხილავთ, თუ რა შესაძლებობა არსებობს მათ დასახმარებლად“, -განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები