თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში, დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი დაახლოებით 2 დღის გარდაცვლილები არიან და ძალადობის რაიმე კვალი არ აღენიშნებათ.
წინასწარი ინფორმაციით, დედა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალნენ. როგორც მეზობლები აცხადებენ, დედა-შვილი ბოლო ორი დღის განმავლობაში არ გამოჩენილან, რის შემდეგაც მათ ეჭვი გაუჩნდათ და კარის გასაღებად სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს. ადგილზე მისულ მაშველებს დედა-შვილი გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები