ანტალიაში თურქეთის მოქალაქემ რუსი ცოლი და ორი შვილი მოკლა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში ამ ქვეყნის მოქალაქემ რუსი ცოლი და ორი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქემ, მუამერ გიუნმა ორი შვილი მოწამლა, ხოლო შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი მოკლა. ამის შემდეგ მან პოლიცია გამოიძახა და თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები