ევროკავშირის ელჩი უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო ეტაპი შორს არ არის.
იანოშ ჰერმანი საქართველოს მიერ შესრულებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველო-ერვოკავშირის ურთიერთობებში ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
“ზუსტ დროს ვერ დაგისახელებთ, როდის ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა, თუმცა ეს თარიღი შორს არ არის. საქართველომ ბევრი იშრომა და ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. თითოეული ხანგრძლივი მოგზაურობა პატარა ნაბიჯებით იწყება. ამ დღის დადგომა ჩვენი მომავალი ურთიერთობებისთვის კიდევ უფრო სასიკეთო იქნება”, – აცხადებს ელჩი.
საქართველომ ვიზალიბერალიზაცია 2 თებერვალს მიიღო, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლისა და მოკლევადიანი პერიოდით დარჩენის საშუალება ექნებათ.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 553-მა 66-ის წინააღმდეგ, 28-მ თავი შეიკავა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თბილისი აკმაყოფილებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა კრიტერიუმს.
ვიზალიბერალიზაციის თანახმად, საქართველოს მოქალქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიული პასპორტს, საქმიანი, ტურისტული ან ოჯახური და არა სამუშაო მიზნით, უფლება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში 180-დღიანი ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები