პატრიარქის ექიმი: ილია მეორემ ბერლინის კლინიკა შესაძლოა, ორ-სამ დღეში დატოვოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბერლინის კლინიკა შეიძლება ორ-სამ დღეში დატოვოს, – აღნიშნული განცხადება მან ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”,  გააკეთა.
”მთელ საქართველოს ვულოცავ პატრიარქის კარგად ყოფნას. ოპერაცია ძალიან წარმატებული იყო, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. იმედია, რომ დაახლოებით ერთ კვირაში პატრიარქი საქართველოში დაბრუნდება.
დღეს საღამოს ექიმები შემოგვთავაზებენ ვადას, როდის შეიძლება კლინიკიდან წასვლა. თვითონ პატრიარქს სურვილი აქვს უკვე დაბრუნდეს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ გვინდა ყველაფერი იყოს ისე, როგორც უკეთესია მისი ჯანმრთელობისთვის”, -განაცხადა ცისანა შარტავამ.
კითხვაზე, არ არის გამორიცხული, რომ პატრიარქმა ხვალ დატოვოს კლინიკა, ექიმმა განაცხადა, რომ ხვალ არა და ეს შესაძლოა 2-3 დღეში მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები