ომბუდსმენი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები უნდა გაგრძელდეს

ომბუდსმენი, უჩა ნანუაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა.
„ბორდის“ წევრებმა სახალხო დამცველს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილ ხედვაზე და დაგეგმილ რეფორმაზე მათი შეხედულებები გააცნეს.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები უნდა გაგრძელდეს და ომბუდსმენის აპარატი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აქტიურად დააკვირდება.
„შევთანხმდით იმაზე, რომ კანონის მოთხოვნები აუცილებლად უნდა იყოს დაცული, რომელიც გულისხმობს მთელი რიგი მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც პროგრამები არსებობს, უნდა გაგრძელდეს, სამუშაო რეჟიმში უნდა მოხდეს გარკვეული პრიორიტეტების გამოკვეთა, რასაც სჭირდება დრო და დისკუსია“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ხუთშაბათს, სამეურვეო საბჭო წარმოადგენს სამუშაო დოკუმენტს, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემის შეფასების კრიტერიუმები გაიწერება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ხედვა წარადგინა, რომლის შესახებაც მსჯელობა იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები