უჩა ნანუაშვილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრებს ხვდება

ამ წუთებში, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი “საზოგადოებრივ მაუწყებელში” იმყოფება და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრას მართავს. „ბორდის“ წევრები ომბუდსმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის მიერ წარდგენილ ხედვას აცნობენ. შეხვედრა ომბუდსმენის ინიციატივით იმართება.
ვასილ მაღლაფერიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” განვითარების ხედვა წარადგინა, რომლის შესახებაც მსჯელობა იმართება. მაღლაფერიძის თქმით, მისი გუნდის მიერ შემუშავებული გეგმა მაუწყებლის კრიზისული ვითარებიდან გამოსვლას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები