არეშიძე ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე – „პრეცედენტი უნდა შეიქმნას და საგამოძიებო მეთოდებით, ეს პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს“

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორსა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერს ექსპერტი მამუკა არეშიძე ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ პრეცედენტი უნდა შექმნას და პროცესი ბოლომდე მიიყვანოს.
როგორც „პრაიმტაიმნიუსისთის“ მიცემულ ინტერვიუში არეშიძე აცხადებს, თავად გვარამიას აქვს არაერთი დანაშაული ჩადენილი გარკვეული პირების მიმართ და ეს დანაშაულები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.
“პროცესი დაიწყო და გამოძიება აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს, როგორც გვარამიას, ისე ახვლედიანის მიმართულებითაც. არა ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება ამას შეძლებს, მაგალითები ბევრი გვაქვს, სამართლიანობის აღდგენის პროცესშიც საკმაოდ სერიოზული დანაშაულები გამოიკვეთა, რომელიც რეაგირების გარეშე დარჩა და ეს ადამიანები კიდევ გარეთ არიან. თავად გვარამიას აქვს არაერთი დანაშაული ჩადენილი გარკვეული პირების მიმართ და ეს დანაშაულები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. იმედი არა მაქვს, თუმცა, პრეცედენტი უნდა შეიქმნას და საგამოძიებო მეთოდებით, ეს პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს… როგორც კანონის ფარგლებში გათვალისწინებულია, ისე უნდა მოიქცნენ”, – განმარტავს „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბარში არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები