გიორგი კახიანი ნიკა გვარამიას საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებისკენ მოუწოდებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი კახიანი შსს-ში გვარამიას გამოუცხადებლობის  ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით გვარამიამ მამუკა ახვლედიანთან საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დაამტკიცა.
კახიძემ გვარამიას აღნიშნული გადაწყვეტილება არასწორად შეაფასა და „რუსთავი 2“-ის დირექტორს საგამოძიებო უწყებაში მისვლისკენ მოუწოდა.
“ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობა შსს-მ დაადასტურა. თუ ეს ჩანაწერი რეალური და ავთენტურია, ეს იმას ნიშნავს, რომ კორუფციის გარკვეული ნიშნები არსებობდა. საუბარში სწორედ ეს იკვეთება. თუ ეს ასე არ არის, სწორი იქნება, ბატონი ნიკა გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში, მისცეს შესაბამისი ჩვენება და რაც სწორია, იმაზე ისაუბროს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები