მამა გიორგი მამალაძის დედა: შემიძლია დავიფიცო, რომ პატრიარქის გამო საკუთარ ოჯახს „გადაწევს”

“შემიძლია დავიფიცო, რომ პატრიარქის გამო საკუთარ ოჯახს „გადაწევს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დედამ, ქეთევან მაღლაკელიძემ განუცხადა. დეკანოზის დედის თქმით, მისი შვილი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას უსაფუძვლოდ არ მოითხოვს.
„ინფორმაციებს, რაც ვრცელდება, ვიგებთ მედიით. რადგან ჩემი შვილი დუმილის უფლებას იყენებს, ჩვენც ვდუმდით და არაფერს ვამბობდით. როგორ შეიძლება მღვდლის დედას იმ ინფორმაციის სჯეროდეს, რაც პროკურატურამ დადო? ეს პირველი და უმთავრესი. მეორე ის, რომ ეს ბავშვი ქუჩიდან არ მოსულა – შეგნებულად, ბავშვობიდან ეკლესიაშია და მე როგორც ოჯახის წევრმა, შემიძლია დავიფიცო, რომ პატრიარქის გამო, საკუთარ ოჯახს „გადაწევს“.
ეს ყველაფერი სისულელეა. რადგან ის ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს, ალბათ იყო რაღაც საფუძველი. არ არის ისეთი უტვინო, რომ ამას ჰაერში ითხოვდეს“, – აღნიშნა დაკავებული დეკანოზის დედამ.
ქეთევან მაღლაკელიძის თქმით, მათ ოჯახში სამართალდამცველები არ ყოფილან და არც ჩხრეკა ჩაუტარებიათ. “ერთი ძალოვანის ფეხი არ შემოდგმულა ჩემს ოჯახში”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები