ნიკა ანთიძე: „გორის ციხის“ დანგრევის საშიშროება ამ ეტაპზე არ დგას

 მე-13 საუკუნის „გორის ციხის“ ძეგლიდან ქვათა ცვენა შეინიშნება. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ, 2016 წელს ძეგლს ექსპერტიზა ჩაუტარა.
დასკვნის მიხედვით ძეგლის კედელს გამაგრება სჭირდება, თუმცა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, მიმდინარეობს თანხების მოძიება ძეგლის რეაბილიტაციისთვის. ნიკა ანთიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა საჭირო.
„ვერ ვიტყვი, რომ ძეგლი სახარბიელო მდგომარეობაშია, თუმცა ამ ეტაპზე, მისი დანგრევის საშიშროება არ დგას, მიმდინარეობს თანხის მოძიება ძეგლის გარკვეული სახით რეაბილიტაციისთვის, რადგან შეინიშნებოდა ქვათა ცვენა და აუცილებლად უნდა გატარდეს პრევენცია მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით“, – განაცხადა „კვირასთან“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკა ანთიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები