დიდუბეში წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ ეტაპზე, სამუშაოები გვეტაძის ქუჩასა და დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-2 კორპუსთან მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია დაზიანებულ მილებს ახლით ცვლის.
სამუშაოებს დიდუბის რაიონის დაკვეთით შპს „ენ ეს გრუპი“ ახორციელებს.
მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობა ყველა მისამართზე ასფალტის საფარს ეტაპობრივად დააგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები