ნიკა გვარამია შსს-ში მისვლას არ აპირებს

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
ამის შესახებ გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, იგი იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და სასამართლო წესით დაკითხვას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გვარამია, მოწმის სახით, დაკითხვაზე დაბარებული დღეს, 18:00 საათისთვის იყო .მისი დაბარება უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების შესახებ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები