ნიკა გვარამია აქციას აანონსებს – “მოვითხოვთ სამართლიანობას”

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის თანამშრომლები კვირას, 19 თებერვალს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველ შენობასთან აქციას გამართავენ.
შესაბამისი განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„რუსთავი 2“ -ის თავზე შავი ღრუბელი შეკრულია და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებით. ამ დღეებში გადაწყდება „რუსთავი 2“-ის, თავისუფალი სიტყვის, ქართული დემოკრატიის და მისი მომავლის ბედი. ძალიან მძიმე ზეწოლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, დღევანდელი და ბოლო პერიოდის სახელისუფლებო კამპანია სწორედ აქეთკენ არის მიმართული.
ამიტომ ჩვენ – „რუსთავი 2“ -ელებმა, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: კვირას, 14:30 საათზე ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენობასთან რუსთაველზე. ვიდგებით იქ ყველანი, როგორც ერთი და მოვითხოვთ სამართლიანობას“, -განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები