ომბუდსმენი: მამა გიორგი მამალაძე საკუთარ ჩემოდანში ციანიდის არსებობას უარყოფს

 მამა გიორგი მამალაძე საკუთარ ჩემოდანში ციანიდის არსებობას უარყოფს. ამის შესახებ რუსთავის მე-6 საპყრობილიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დეკანოზი მისი და მისი ოჯახის დაცვას ითხოვს.
“მისი მდგომარეობა ამ დროისათვის არის ნორმალური. ის არ აღიარებს ბრალს და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას. ის ითხოვს მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი. როგორც სახალხო დამცველი ამბობს, სასულიერო პირის დაკავების დროს, ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს. კონკრეტულად, მას დაკავების დროს არ განუმარტეს ბრალი და არ მიეცა ტელეფონზე დარეკვის უფლება.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები