ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჰერბერტ ზალბერთან. ჰერბერტ ზალბერმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ამ ფორმატთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახალ ინიციატივებზე და საქართველოს პარლამენტი აქტიურად ჩაერთვება არა მხოლოდ მათ განხილვაში, არამედ პრაქტიკაში მათი იმპლემენტაციის ზედამხედველობაშიც. მხარეებმა ასევე, აღნიშნეს, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაძლო ცვლილება უნდა იყოს ფართო დისკუსიისა და ერთობლივი კონსენსუსის საგანი.
შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. „რეფერენდუმის” შესახებაც. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი დაგმობს ამ ფაქტს, როგორც რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები