ნუკრი ქანთარია: ძალიან დიდი ალბათობით, ავცდით საუკუნის ტრაგედიას

“ეს ტრაგედია, რომ ასრულებულიყო, ეს არ იქნებოდა ერთი ადამიანის ტრაგედია”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას პატრიარქთან დაკავშირებით პასუხი უნდ გაეცეს. მისი განცხადებით, პატრიარქის მიმართ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა შეტევა.
„ძალიან დიდი ალბათობით, ავცდით საუკუნის ტრაგედიას, ეს რომ მომხდარიყო, მხოლოდ ერთი ადამიანი არ იქნებოდა დამნაშავე, ამაში დამნაშავე ვიქნებოდით თითოეული ჩვენგანი. ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ რაც მოხდა, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. ასეთი დიდი ადამიანის მიმართ როცა ხორციელდება ასეთი შემზარავი ფაქტი, იქ უკვე ქვეყანაა პასუხისმგებელი და ამ დროს, კიდევ ერთხელ დადასტურდა ძალოვანი უწყებების პროფესიონალიზმი და მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში, პროკურატურა გაასაჯაროებს ყველაფერს, რისი გასაჯაროებაც შეიძლება. თუ ჩვენ იმასაც გავიხსენებთ, რომ პატრიარქზე წლებია, ხორციელდება მასირებული შეტევა, მით უფრო დიდია ინტერესი, რომ მალე იქნას ყველაფერი გამოძიებული“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები