ანი მიროტაძე: იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო კომისია თებერვლის ბოლომდე დაასრულებს მუშაობას

„ეროვნული ფორუმი“ თვლის, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, ანი მიროტაძემ განაცხადა.
მიროტაძე „ეროვნული ფორუმის“ პოზიციას ახმოვანებს და მიაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. მიროტაძე ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო კომისია თებერვლის ბოლომდე ყველა ინიციატივის განხილვას დაასრულებს, იგი ბლოკების გაუქმებას ეწინააღმდეგება.
„არავის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, უნდა ჰქონდეთ თუ არა პოლიტიკურ პარტიებს ბლოკების სახით არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ჩვენ ასევე მომხრე ვართ მაჟორიტარული სიტემის გაუქმების. ბარიერის დაწევის ინიციატივა ნორმალურ ნაბიჯად მიმაჩნია“, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიროტაძეს თვლის, რომ ისეთ სიტუაციაში, როცა პარლამენტში ერთი პოლიტიკური ძალაა დომინანტი, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მიუღებელია.
„თუ ჩვენ ვყალიბდებით, რომ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, მაშინ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მისაღები იქნებოდა. თუ ჩვენ ვიფიქრებთ არაპირდაპირი წესით არჩევაზე, ეს უნდა იყოს 2020 წლის არჩევნებისთვის, ყველა ხარვეზის გათვალისწინებით“, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიროტაძის განცხადებით, არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება „ეროვნული ფორუმისთვის“ მისაღებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები