ანი მიროტაძე: ის, რაც ხდება საპატრიარქოში, აუცილებლად თავიდან ბოლომდე გამოსაძიებელია

“ამ საქმის მიმართ ძალიან მაღალი ინტერესია საზოგადოების მხრიდან და მჯერა, ეს არ გახდება „გრიფით საიდუმლო“, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა, ანი მიროტაძემ განაცხადა.
მიროტაძეს მიაჩნია, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ძიებას დროულად დაასრულებს და საზოგადოება მომხდარის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.
„ის, რაც ხდება საპატრიარქოში, აუცილებლად თავიდან ბოლომდე გამოსაძიებელია, მე მჯერა, რომ პროკურატურა საქმეს დროულად მიიყვანს ბოლომდე. ამ თემაზე, პატრიარქთან დაკავშირებით, ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა ბევრი ისევ გასავრცელებელია. ამ საქმის მიმართ ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი და ვთვლი, რომ „გრიფით საიდუმლო“ არ უნდა გახდეს, რის გასაჯაროებაც შეიძლება, უნდა გაასაჯაროოს პროკურატურამ“, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები