დეკანოზი ჩაპლინი: ილია მეორე თანამედროვე სამყაროში მართლმადიდებელი კონსერვატიზმის სიმბოლოა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა, ვსევოლოდ ჩაპლინმა გამოცემა „ნსნ“-ს განუცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მკვლელობის მცდელობის უკან პოლიტიკური მოტივები იკვეთება.
მისი განცხადებით, გარკვეული პირები ეკლესიის საკითხებში ჩარევას ცდილობენ.
„მე ვშიშობ, რომ ეს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის პოლიტიკური თამაშებია. ეს ისტორია შეიძლება გამოყენებული იყოს ეკლესიაზე ზეწოლისთვის. პატრიარქი ილია მეორე ძალიან პატივსაცემი ადამიანია და ის თანამედროვე სამყაროში მართლმადიდებელი კონსერვატიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა. შესაძლოა, რომ ვიღაც ეკლესიის საქმეებში ჩარევას ცდილობდეს. ილია მეორეს ავტორიტეტს საქართველოში ვერც ერთი პოლიტიკოსის ავტორიტეტი ვერ შეედრება, ასე რომ, აქ, შესაძლოა, ეჭვიანობასაც აქვს ადგილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან საგანგაშო ინფორმაციაა და ამ საქმეს პოლიტიკური ქვეტექსტიც ურევია“, – განაცხადა ჩაპლინმა.
ცნობისთვის, ორშაბათს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ დაკავებულია დეკანოზი  გიორგი მამალაძე, რომელიც მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები