დეპუტატი მიიჩნევს, რომ გვარამია-ახვლედიანის საუბარზე გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ “რუსთავი 2″ის დირექტორის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯოდმარის ჩანაწერზე გამოძიება სწრაფად უნდა წარიმართოს.
დეპუტატის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ბოლო დღეებში ატეხილი აჟიოტაჟი, სწორედ ამ ფაქტების გადაფარვას უკავშირებოდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ ის 30-წუთიანი ჩანაწერი, რომელის გააკეთა ნიკა გვარამიამ, ავთენტურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ის ყველაფერი რაზეც იყო საუბარი, დასტურდება. ეს ადამიანები ცდილობდნენ მოქრთამვის, მოსყიდვის საშუალებით ჩარეულიყვნენ სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ხელი შეეშალათ ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებაში. გამოჩნდა, რომ ყველა ის ისტერიკა, რომელსაც აწყობდა “ნაციონალური მოძრაობა”, რაც მათ დაგეგმეს მერისთან, ემსახურებოდა მხოლოდ ერთ ფაქტს, რომ გადაეფარათ ის კორუფციული გარიგება, რომელსაც გეგმავდნენ “რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით”,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით,მნიშვნელოვანია რომ სასამართლო დაადგა გაჟანსაღების პროცესს და ზედმეტი სახელისუფლებო ჩარევისგან გათავისუფლდა.
“ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, რომელიც აღმოაჩნდა მამუკა ახვლედიანს. გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გამოცხადდეს, უნდა იქნას მიღებული იმ მოსამართლეების მიერ, რომელთა მიმართაც არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს და შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ მოვუწოდებთ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე”,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, შესაბამისი ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდა, რომ “რუსთავი 2”-ის დირექტორის და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის აუდიო ჩანაწერი ავთენტურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები