თბილისში ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მსხვერპლით დასრულდა – დაკავებულია არასრულწლოვანი

თბილისში, ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. „ოქროს ბირჟის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვანმა ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა დანაშაული მომხდარიდან რამდნიმე ხანში გახსნეს და ერთი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები