„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა

სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ “ბავშვთა სამყარო”-ში ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ს.ს. “სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყაროს” ხელმძღვანელობის ინიციატივით, საქველმოქმედო ანგარიში გახსნა, სადაც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
შეგროვილ თანხას, ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო”-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ყველა დაზარალებულზე გადაანაწილებენ.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ:
ს.ს. ,,თი ბი სი ბანკი” GE48TB7503936020100002
ს.ს. ,,ვითიბი ბანკი” GE42VT6600030033003602
ს.ს. ,,ხალიკ ბანკი საქართველო” GE02HB0000000000593608
მიმღები – ააიპ სავაჭრო – კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.
საქველმოქმედო ზარის განხორციელება ასევე, შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი ოპერატორიდან – ,,მაგთიდან”, ,,ჯეოსელიდან”, ,,ბილაინიდან” – შემდეგ ნომერზე 0 901 901 959
ზარის ღირებულება 1 ლარია.
სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებსა თუ რიგით ადამიანებს მოუწოდებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად დაიწვა, დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც “ბავშვთა სამყაროს” სავაჭრო ცენტრში, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები