პარლამენტის თავმჯდომარე : მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს ძალიან მძიმე დანაშაულის გახსნისთვის

 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ბოლომდე მივა.
„მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს ძალიან მძიმე დანაშაულის გახსნისთვის. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ბოლომდე მივა გამოძიება და საბოლოოდ გაიხსნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
პროკურატურამ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა, შემჭიდროვებულ ვადებში, შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო, გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ, გაწეული დახმარებისთვის, ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ, მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება გამგზავრებამდე სჭირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები