რუსეთი სირიაში შეიარაღებული ძალების რაოდენობას კვლავ ზრდის

რუსეთი კვლავ ზრდის სირიაში შეიარაღებული ძალების დაჯგუფებას. სირიული მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ხმეიმიმის ავიაბაზაზე „სუ-34“-ის ტიპის ოთხი მრავალფუნქციური თვითმფრინავი ჩაფრინდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. რუსული მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიის ოპოზიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მასშტაბური შეტევა დაიწყეს და არსებობს იმის ალბათობა, რომ რაქაში და დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში ნავთობით მდიდარ რეგიონებს ამერიკელების და თურქების ხელში აღმოჩნდეს.
ასე რომ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი სირიაში არა მარტო „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ სხვა გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები