საპარლამენტო უმცირესობა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს

 საპარლამენტო უმცირესობა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელის წარმომადგენელსაც ამ საქმესთან დაკავშირებით, უფრო დეტალური ინფორმაცია ექნება.
„ეს საქმე არის საზოგადოებისთვის დიდი ინტერსის მქონე. ჩვენ მოველით, რომ პროკურატურა მოგვაწოდებს მუდმივ რეჟიმში ინფორმაციას.ვფიქრობ, რომ, ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ პარლამენტში სპეციალური ჯგუფი შეიქმნას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ყველა საჭირო დეტალი, რომელიც შესაძლებელია, ამ ეტაპზე, პოროკურატურამ ვერ გააჟღეროს“, – აცხადებს პარლამენტის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები