მეუფე ანდრია: ჩემთვის ნებისმიერი მღვდლისგან ასეთი ქმედება დაუჯერებელია
გორისა ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია მკვლელობის მომზადების საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა კითხვას სამართალდამცველებმა პასუხი გასცენ.
„ჩვენც ველოდებით ოფიციალურ პასუხს საგამოძიებო ორგანოებიდან. მინდა ყველას მოგილოცოთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობა ოპერაციის შემდგომ არის კარგი. ჩემთვის ნებისმიერი მღვდლისგან ასეთი ქმედება დაუჯერებელია“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.
მეუფე ანდრია საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსია, სწორედ მისი მოადგილე იყო პროკურატურის მიერ დაკავებული სასულიერო პირი გიორგი მამალაძე. მეუფე ანდრია იმ თათბირს დაესწრო, რომელიც წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის კლინიკაში გაიმართა.