ეკა ბესელია: პატრიარქის უსაფრთხოება უმაღლესი კონტროლის ქვეშაა

უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, პატრიარქის უსაფრთხოება უმაღლესი კონტროლის ქვეშაა.
როგორც ბესელიამ პატრიარქის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნასთან დაკავშირებით აღნიშნა, ეს არ არის თემა, რომელზეც შეიძლება პოლიტიკური დებატები იმართებოდეს.
„პატრიარქის უსაფრთხოება უმაღლესი კონტროლის ქვეშაა. სპეციალური სამსახურის უფროსიც იქ იმყოფებოდა. პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას რაც შეეხება, ეს არ არის თემა, რომელზეც შეიძლება პოლიტიკური დებატები იმართებოდეს. პარლამენტის იმ ჯგუფმა რა უნდა გააკეთოს, ვერ გეტყვით. ვხედავთ უსწრაფეს რეაგირებაზე ძალიან მყისიერ შედეგებს“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს, ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები