მამუკა მდინარაძე: ძალიან სერიოზული დანაშაული აღიკვეთა და როგორც ჩანს, ძალიან დიდ ტრაგედიას ავცდით

“ძალიან სერიოზული დანაშაული აღიკვეთა და ძალიან დიდ ტრაგედიას ავცდით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
“მთავარია, რომ ძალიან სერიოზული დანაშაული აღიკვეთა და როგორც ჩანს, ძალიან დიდ ტრაგედიას ავცდით, რისთვისაც პროკურატურას და სამართალდამცავებს მადლობა უნდა გადავუხადოთ. გამოძიება გაგრძელდება და დანარჩენ დეტალებსაც დაადგენს მრავალ ვერსიასთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა პასუხს ყველა კითხვას გასცემს. ძალიან კარგია, რომ პატრიარქი და მისი თანმხლები პირები კარგად არიან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება სპეციალური ჯგუფის შექმნის მოთხოვნას, მდინარაძის თქმით, ამ საკითხით დაინტერესებას მმართველ გუნდზე მეტად ვერავინ დაიბრალებს.
“რაც შეეხება ჯგუფის შექმნას, ამ საკითხით დაინტერესებას, ალბათ, ჩვენზე უფრო ვერავინ დაიბრალებს, მათ შორის ოპოზიცია. პოლიტიკური ქულების დაწერა ცოტა გამაღიზიანებელია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდნენ ამ საკითხთან მიმართებაში”, – აღნიშნა ფრაქციის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები