თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ქალაქი ელ-ბაბი დაიკავეს
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ქალაქი ელ-ბაბის ცენტრი დაიკავეს. მანამდე ქალაქს „ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკები” აკონტროლებდნენ. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, ქალაქის სრული დაკავება „მხოლოდ დროის საქმეა“.
სააგენტო “ანადოლუს“ ცნობით, თურქმა სამხედროებმა რამდენიმე გვირაბი ააფეთქეს, რომლითაც ისლამისტები სარგებლობდნენ.
ელ-ბაბის დაკავება იპერაციის, „ევფრატის ფარის“ ფარგლებში მოხდა, რომელიც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის აგვისტოში დაიწყეს.