ფარული მოსმენების სააგენტო დამოუკიდებელი სტრუქტურა იქნება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობისა და რამდენიმე ქვეყნის გამოცდილების შედეგად, ფარული მოსმენების სააგენტო დამოუკიდებელი სტრუქტურა იქნება.
“არის რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება, ამ ტიპის მოდელს ვქმნით ჩვენ უსაფრთხოების სამსახურთან, რომ სააგენტოს ჰქონდეს მაქსიმალური დამოუკიდებლობა და მხოლოდ ეს სერვისი განახორციელოს და არაფერი სხვა ანუ დავალებები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე მოსამართლის კონტროლქვეშ, ინსპექტორის კონტროლქვეშ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი არგუმენტი. მე მათთვის მოვამზადე კვლევა და ვნახეთ, რომ ყველა ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ეყრდნობა დღეს თანამედროვე პრაქტიკა, არის სწორედ ამგვარი მოდელი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ე.წ ფარული მოსმენების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს პირველი მოსმენით სესიაზე განიხილავენ.
კანონპროექტზე, ასევე, იმსჯელებენ იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში.
უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის ქვეშ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შეიქმნება ისეთი მოდელი, რომელიც  სააგენტოს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები