დეპუტატის თქმით, “საზმაუში” ჟურნალისტების შრომითი უფლებები არ უნდა დაირღვეს

უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმა საჭიროა, თუმცა აცხადებს, რომ რეფორმის დროს ჟურნალისტების შრომითი უფლებები არ უნდა დაირღვეს.
“ბუნებრივია, განახლების, რეფორმების და შემდგომი პროგრესის წინააღმდეგი არავინ იქნება და ვფიქრობ, ეს ძალიან სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს. თუმცა, აბსოლუტურად დაბეჯითებით მინდა ვთქვა, რომ ეს არ უნდა შეეხოს ჟურნალისტებს ისე, რომ არ იყოს მათი შრომითი უფლებები დაცული. ეს იქნება კომპენსაციების სახით, ეს იქნება მათი შენარჩუნების სახით თუ სხვა გზით”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები