“საზმაუს” შენობაში შეჭრილმა აქციის მონაწილეებმა ტელევიზიის შენობა დატოვეს და ხვალინდელი აქცია დააანონსეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეჭრილმა აქციის მონაწილეებმა ტელევიზიის შენობა დატოვეს.
მომიტინგეებმა “საზმაუს” შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც მათ არხის პირდაპირ ეთერში განცხადების გაკეთების საშუალება მიეცათ.
აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და დასაქმებულთა უფლებების დასაცავად ხვალ, 17 საათზე თავისუფალების მოედანზე აქცია დააანონსეს, ამის შემდეგ კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გარეთ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გარეთ პროფკავშირებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, „ფრესკოსა“ და , „ბიბლუს გალერის“ თანამშრომლები მართავენ.