ომბუდსმენი: საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართული დისკრედიტაციაა

სახალხო დამცველი ეხმიანება თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, სახალხო დამცველის აპარატის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს და აცხადებს, რომ სისტემური ხარვეზების მიღმა, ამ კონკრეტული საქმის განხილვისადმი სასამართლოს განსაკუთრებული მიდგომა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანი საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.
“საქმე ეხება სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის და ამავე დროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი პირის ილია ჭანტურაიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.
სამწუხაროა, რომ სასამართლოებში საქმის განხილვა მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა, რაც მინიმუმ ცალკეული მოსამართლეების მიუკერძოებლობის მიმართ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. ამასთან, ამ კონკრეტულ საქმეში არსებული დარღვევები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა ნათლად წარმოაჩენს იმ მანკიერ პრაქტიკასა და ხარვეზებს, რაც მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც არაერთი წელია საუბრობს სახალხო დამცველი, მათ შორის, საპარლამენტო ანგარიშებში”, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები