საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი ტელევიზიის შენობაში შეიჭრა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდამჭერი აქციის ერთი ნაწილი ტელევიზიის შენობაში შეიჭრა.
აქციის მონაწილეები ხუთ წუთიან ეთერს ითხოვენ, რათა ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადონ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდმჭერი აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადმოინაცვლეს.
აქციას მოძრაობა „მწვანე მუშტი, „აუდიტორია 115-ის” წევრები, ასევე პორფკავშირებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მართავენ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციას შეუერთდნენ „ფრესკოსა“ და , „ბიბლუს გალერის“ თანამშრომლებიც, ასევე ქსნისა და ტყიბულის მეშახტეები.
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და ახალი მენეჯმენტის გეგმას ეწინააღმდეგებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები