მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვი პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, „კანონიერი ქურდი” შაქრო კალაშოვი მეტსახელად „შაქრო მალადოი“ პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იუწყება. კალაშოვი გამოძალვაშია ბრალდებული. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, კალაშოვი პატიმრობაში 2017 წელის 15 მარტამდე დარჩება. შაქრო კალაშოვი 2016 წლის 11 ივლისს დააკავეს. ის მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრინისგან 8 მილიონი რუსული რუბლის გამოძალვაშია ბრადლებული. ასევე გამოძიებამ დაადგინა, რომ „შაქრო მალადოისთან“ რუსეთის სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი იყო დაკავშირებული, ეს პირებიც დაკავებულები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები