გიორგი ვოლსკი: როგორც ჩანს, მოსამართლე ნაზღაიძის ძმას საერთოდ არ აუღია ეს კომპენსაცია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გია ვოლსკის შეფასებით, მოსამართლე ნაზღაიძისა და მისი ოჯახის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ყოფილი ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემაზე შეტევის მცდელობის კიდევ ერთი მაგალითია.
როგორც ვოლსკიმ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დესტრუქციული ქმედებებით, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის შეფერხებას და პოზიტიური ტენდენციების გადაფარვას ცდილობენ.
„მოსამართლის ძმობა არ ნიშნავს იმას, რომ თუ იმსახურებ, კომპენსაცია არ უნდა მოგეცეს მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმემ არ თქვას მერე რამე. მაგრამ ჩანს, რომ საერთოდ არ აუღია ეს კომპენსაცია და საბოლოოდ, თუ ეს დადასტურდა, კიდევ ერთხელ წარმოჩინდება ყოფილი ხელისუფლების პროვოკაციული გეგმის არსებობა. ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სასამართლოზე შეტევის მიზნით, შექმნილი აქვთ სტრატეგია და ეს სტრატეგია სხვადასხვა მიმართულებით იჩენს ხოლმე თავს. ამის შესახებ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2014 წელს ძალიან ღიად დაიწყო საუბარი. მათ განზრახული აქვთ სახელმწიფო სტრუქტურების, უშიშროების სამსახურის, სასამართლოს საქმიანობაში ხელის შეშლა და მათი დესტრუქციული ქმედებები სწორედ ამას ადასტურებს. ვიდრე ეს ძალა იარსებებს, მსგავსი მცდელობების მომსწრეები მუდმივად გავხდებით. რამდენიმე მიმართულება ჩაუვარდათ. მიუხედავად ამისა, აქტიურად ცდილობენ პოზიტიური ტენდენციების გადაფარვას“, -განუცხადა „კვირას“ ვოლსკიმ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მიერ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის და მისი ძმის მიმართ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც კორუფციულ სქემაზეა საუბარი, შალვა რამიშვილმა გადაცემაში „მედია რენტგენი“ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა.
ჟურნალისტი ინტერესდება, რეალურად ეკუთვნოდა თუ არა ეს მიწა მოსამართლის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს და მიიღო თუ არა კომპენსაცია ნაზღაიძეების ოჯახმა.
საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელზეც 2015 წლის სტიქიის შემდეგ, 1 მილიონი ლარის ოდენობით კომპენსაცია გაიცა. ჟურნალისტი ინტერესდება, იყო თუ არა ეს მიწა მოსამართლის ძმის და მიიღო თუ არა კომპენსაცია მისმა ოჯახმა.
მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. როგორც ირკვევა, აღნიშნული მიწის ფართობი მოქალაქე ზვიად ჩოხელმა 2011 წელს შეიძინა იპოთეკური სესხით, თუმცა დროთა განმავლობაში, ვერ მოხერხდა ინვესტორის მოძებნა, ამას დაემატა ფინანსური პრობლემები და ჩოხელმა მიწის ნაკვეთის გაყიდვა გადაწყვიტა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მისით ზვიად ნაზღაიძე, რომელმაც მიწის ნაკვეთი გარკვეული პირობებით იყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები