პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მსოფლიო ბანკის პროგრამის კოორდინატორს შეხვდა

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მსოფლიო ბანკის პროგრამის კოორდინატორს სამხრეთ კავკასიაში, ოზამ სევიმლის შეხვდა
მაია მელიქიძემ და ოზამ სევიმლიმ შეხვედრისას, განიხილეს საქართველოში რეფორმების განხორციელების მიმდინარეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები.
როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრისას აღნიშნა, რეფორმების გატარება რთული და მტკივნეული პროცესია, ხელისუფლებამ ხალხს კარგად უნდა აუხსნას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის კონკრეტული ცვლილების განხორციელების საჭიროება და შემდგომ უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა დადებითი შედეგის მისაღებად.
მისი განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა თვითდასაქმებულია. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით კი, შესაძლებელია ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება.
მაია მელიქიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება, რასაც ხელს უშლის მიწის რეგისტრაციის საკითხი. ბოლო 25 წელია ეს საკითხი პრობლემურია და მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ამ სირთულის მოგვარება.
მსოფლიო ბანკის პროგრამის კოორდინატორმა აღნიშნა, რომ ადგილობრივ მეწარმეებს სჭირდებათ მეტი ცოდნა და მუშაობა იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი აწარმოონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები