“საზმაუს” ჟურნალისტების ბოლო 6 თვის ნამუშევარს სპეციალური კომისია შეამოწმებს

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტების ნამუშევარს სპეციალური კომისია შეამოწმებს. ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ია ანთაძემ განაცხადა.
„კომისია აიღებს ჟურნალისტების ბოლო 6 თვის ნამუშევარს და შეამოწმებს. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც ტელევიზიის წარმომადგენლები და საზოგადოების წევრებიც იქნებიან, ჟურნალისტებს თითო ქულით შეაფასებენ. მედიის წარმომადგენლებს ასევე, პროდიუსერებიც შეამოწმებენ. მთელი ეს კონცეფცია დამუშავებულია “ჯიპასთან” ერთად და დაგხვდა აქ. ახალი არაფერი არ გაგვიკეთებია.
ამ დოკუმენტში წერია, რომ ერთი კოლეგა აფასებს მეორე კოლეგას, ასევე, პროდიუსერი აფასებს ჟურნალისტს და პირიქით. საკმაოდ რთული სისტემა არის შეფასებების. თუ ეს განხორციელდა, ჩვენ მივიღებთ ჯამურ, საშუალო ქულას, რომლის მიხედვითაც დადგინდება ჟურნალისტის კვალიფიკაციის ხარისხი. რამდენად შესაძლებელი იქნება რეალობაში, ვნახავთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს არის სისტემა, რომელიც დაგვხვდა.
ამაში არაფერი ახალი არ არის, უკვე არსებული ნამუშევრების საფუძველზე იტყვის კომისია, როგორია – საშუალო, კარგი თუ ცუდი“, – განაცხადა ია ანთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები