„რუსთავის აზოტიდან” გათავისუფლებული მუშები სასამართლოს სარჩელით მიმართავენ

ამ წუთებში, რუსთავის აზოტიდან” გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ, ისინი უკვე მე-12 დღეა სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები, საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებისა და სხვადასხვა დარგობრივი პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან ერთად, დილიდან საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილნი. სამსახურიდან გათავისუფლებული მუშებისა და პროფკავშირების ძირითადი მოთხოვნა, მათი საწარმოში უპირობო დაბრუნებაა.
როგორც მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, სამსახურიდან დათხოვნილი მუშები სასამართლოში სარჩელის შესატანად დოკუმენტაციას აგროვებენ და იურისტებთან კონსულტაციას გადიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები